გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი, საჯარო მოხელე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ახალგაზრდებს მეგობრებიდან წაშლას სთხოვს და "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
ჩემი, პატარა მეგობრების პოსტებს ვაწყდები მიშასთან დაკავშირებით და ვცდილობ თავი შევიკაო პასუხისგან თან, სათითაოდ აუხსნა რა და როგორ. ამის, არც დრო მაქვს და არც ნერვები ამიტო, ეხლა დავწერ და თუ ვერ გაიაზრებენ და არაპირდაპირ შეურაცხყოფას არ მოეშვებიან, ოდნავი პატივისცემა გამოიჩინონ და წამშალონ მეგობრებიდან. მოკლედ: როცა ტაშს უკრავ მიშას, შენ მხარს უჭერ წამებას ციხეებში, რეკეტს ბიზნესში, ქუჩებში ახალგაზრდების ცოცვას, 7 ნოემბერს, 26 ივნისს, 8 აგვისტოს მიტოვებულ და გადაცემულ ტერიტორიებს, გარეჯის გარკვეული ნაწილის გადაცემას, სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, ჩვენ დაუძინებელი მტრისთვის, კოდორის გადაცემას და კიდევ სხვა მრავალ უბედურებას, რაც მან ინდივიდებს მოაწია. ეხლა უახლოესი ამბები: ის, ჩუმად კი არ შემოვიდა, შემოიპარა, როცა შეეძლო კაცურად ჩამოსულიყო და ჩამჯდარიყო ციხეში. 40 დღე გატყუათ ვშიმშილობო, ვკვდებიო და ბოლოს ჯანღონით სავსე გამოჩნდა კადრებში და თქვენ ეს ტყუილი ჭამეთ და მოგწონთ. იტყუებოდა, ჩიტო მიძახესო, 30 მეტრი მათრიეს და პატიმრებს აგინებინეს ჩემი თავიო, ვნახეთ კადრები და არც ჩიტო, არც გინება და არც თრევა არ გვინახავს, ეს ტყუილიც ჭამეთ. სასჯელ აღსრულების თანამშრომელთა საუბრებიც ვნახეთ, როგორი მოწიწებით ესაუბრებოდნენ, თქვენ, რომ წამებად წარმოგიჩინეს. აა ხო როგორ გაბედეს, ხელში აიყვანეს და ისე ააბრძანეს კამერაში, როგორ გაბედეს აა? და რა უნდა ექნათ, იმ მანქანაში დაეტოვებინათ? ლოგიკას ხედავთ? ნუ იტყუებთ და ნუ გჯერათ ტყუილების, გაიზრდებით და მიხვდებით სად მარხია ძაღლის თავი. მალე, ყველაფერი დამთავრდება და მერე, მერე შეგცხვებათ, რაც ძალიან არ მინდა ასე იყოს. მე, ჩემად წარმატებებს გისურვებთ და რეალურ, კანონიერ ქვეყანაში ცხოვრებას და არა ფეიკრბით გაჯერებულ სამყაროში. მოიხსენით სათვალე, რომელიც ბოროტებად გაქცევთ." წერს დიმიტრი გოგიაშვილი