ოპოზიციის დღევანდელი აქცია 300 არაგველის მეტროს მიმდებარედ უკვე დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.
"ვინმეს თუ ჰგონია გუშინდელი ვიდეოთი შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტს, ძალიანაც შემცდარა. მეტსაც გეტყვით, ყველა ის მითი რომელიც იყო რუსული, ყველა ის პროპაგანდისტული მითები გუშინ დაიმსხვრა და ყველამ ერთად ვნახეთ, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები მშვიდობიანად იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით დაიძრებიან. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ "მშიშარა და მხდალ" მინისტრს ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ.