აქციებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდიდან თბილისისკენ მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით მოემართებიან

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით მოემართებიან. 

ისინი ამბობენ, რომ დედაქალაქში დარჩებიან საბოლოო გამარჯვებამდე და პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი, შემდეგ კი გათავისუფლებული. ამასთან ერთად, მოქალაქეების მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

მოსახლეობა ოპოზიციას სთხოვს, მაქსიმალურად მოახდინონ მოქალაქეების მობილიზება და პრინციპული იყვნენ გადაწყვეტილებებში, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს, მათი მოთხოვნები შეასრულოს. გარდა ამისა, ისინი ოპოზიციას სთხოვენ, რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც თბილისში აქციებზე დასწრება სურთ, ტრანსპორტით უზრუნველყონ.

პროტესტი გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თბილისში აქციებს ყოველდღიურად რამდენიმე ლოკაციაზე მართავენ. აქციის მონაწილეები დღეს მეტროსადგურ "სამას არაგველთან" და "დიდუბესთან" შეკრიბნენ. მეტრო "სამასი არაგველის" ტერიტორიაზე შეკრებილები ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით დაიძრნენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი