ულტიმატუმი ბრეგაძეს - იუსტიციასთან მიმდინარე აქციაზე, მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს. მონაწილეები ფეხით მსვლელობით იქ ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

აქციაზე მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრ ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ ამისთვის 10 წუთიანი დრო მისცეს მინისტრს გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა სამინისტროდან პასუხი არ არის, შესაბამისად უცნობია ამჯერად მაინც თუ დათანხმდება ბრეგაძე შეხვედრას და მიეცემათ თუ არა პოლიტიკოსებს საშუალება, პირადად დაუსვან კითხვები.

აქცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი