მასშტაბური არეულობა აშშ-ში - კომენდანტის საათის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება. დაძაბულობის მთავარი ეპიცენტრი კვლავ მინეაპოლისია, თუმცა უკიდურესად დაძაბულია ვითარება ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც. დაკავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. დარბეულია მაღაზიები, გადამწვარია შენობები.
მინეაპოლისში მომიტინგეებს სიტყვით ჯორჯ ფლოიდის მეუღლემ, როქსი ვაშინგტონმა მიმართა.
პოლიციამ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წაგვართვა. ჯორჯი ვერ ნახავს, როგორ გაიზრდება მისი ქალიშვილი. თუ ჯიანას მამა დასჭირდება, ის გვერდზე არ ეყოლება. დღეს აქ ჯორჯიასა და ჩემი შვილის გამო ვარ. ის კარგი ადამიანი იყო, რაზეც შეკრებილი ადამიანების თანადგომაც მეტყველებს. ჩვენ მშვიდობიანი გზით სამართლიანობის მიღწევა გვსურს, - თქვა ფლოიდის მეუღლემ.
ცეცხლმოკიდებულ ქალაქებში ვითარების გასაკონტროლებლად პრეზიდენტმა ტრამპმა, შესაძლოა, უკიდურეს ზომებს მიმართოს და 1807 წლის ამბოხების აქტი აამოქმედოს. ეს უფლება 28 წლის განმავლობაში არც ერთ ლიდერს არ გამოუყენებია.