"სანქციების სიის სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ" - დევიდ კრამერის სტატია

გამოქვეყნდა:

დევიდ კრამერი, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი იყო, ამერიკულ პრესაში სტატიას აქვეყნებს, რომელშიც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესონ.

კრამერი ყურადღებას იმ კადრებზე ამახვილებს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა და რომელშიც ასახულია არაადამიანური მოპყრობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ.

„როგორც სასტიკ მოპყრობაზე, ასევე აბსურდულ პიარ კამპანიაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. თუმცა, იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას, დასავლეთმა მათ სანქციები უნდა დაუწესოს. სანქციების სიის სათავეში მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი ანადგურებს ქართულ დემოკრატიას სახელმწიფოს მიტაცებით, სასამართლო სისტემის კორუფციაში ჩაფლობითა და მოსკოვისკენ მოძრაობით“, - წერს დევიდ კრამერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი