"მთელი რიგი პარამეტრები არის გაუარესებული" -ელენე ხოშტარიას დღეს ექიმი მოინახულებს

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიას დღეს ექიმი მოინახულებს. როგორც მისი თანაგუნდელი, "დროას" წევრი, ნინო გოგუაძე ამბობს, დღეს ხოშტარიას ანალიზები გაუკეთდა და პარამეტრები გაუარესებულია:

"ელენე ხოშტარიას დღეს გაუკეთდა ანალიზები. მთელი რიგი პარამეტრები არის გაუარესებული. რამდენიმე მათგანი არის კრიტიკული. დღეს ელენემ თანხმობა თქვა მხოლოდ იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც ეხება მისი კრიტიკული მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას. დღეს მოვა ექიმი და მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რომელთა მაჩვენებელიც არის მხოლოდ კრიტიკული. სხვა მკურნალობაზე უარს ამბობს. იღებს მხოლოდ წყალს და ყავას"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ხოშტარია უკვე მე-10 დღეა პარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

დღეს ის ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მოინახულა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი