
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროგრამის ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
ცნობილი ხდება, რომ EECMD წალენჯიხაში ახალ ოფისს, "დემოკრატიის ჰაბს” უახლოეს მომავალში გახსნის და პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: პოლიტიკური განათლების პროგრამები; საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; ანტიდემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.
გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ის იმედოვნებს, რომ წალენჯიხა სამაგალითო გახდება.
"ჩემი მიზანია, თვითმმართველობა გავხადო დამოუკიდებელი და ძლიერი. მე ხალხმა მომცა ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მინდა უკან დავუბრუნო მათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წალენჯიხა გახდეს სამაგალითო: ცვლილებების, პროგრესისა და დემოკრატიის", - თქვა გია ხარჩილავამ.
ავტორი: ემა გოგოხია