
ხელისუფლების რეპრესიებისა და მასშტაბური დაკავებების მიუხედავად, უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს უკვე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია მოქალაქეებს მოუწოდებს, აქციას შეუერთდნენ და "ქართული ოცნების" რეჟიმი ერთად გააპროტესტონ. ნიკა მელიას თქმით, საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას მხოლოდ გაუტეხელი, არაძალადობრივი პროტესტი და წინააღმდეგობა იწვევს.
"ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოინგრევა! საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას იწვევს ჩვენი გაუტეხელი, არაძალადობრივი,პროტესტი და წინააღმდეგობა. ამიტომ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ. ხვალ, შაბათს 17:00 საათზე პარლამენტთან... გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში", - თქვა ნიკა მელიამ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება.