ნაციონალური მოძრაობა, როგორც არასდროს, არის მყარი საკუთარ გადაწყვეტილებაში - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

იმედი მაქვს, რომ ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტია მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია -  განაცხადა ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმების თემის კომენტირებისას. 

ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, მე ვარ ადამიანი, რომელიც წარმოვადგენ ნაციონალურ მოძრაობას ამ მოლაპარაკებებში, ასე რომ, შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ამ პროცესში თამაშობდა პოზიტიურ როლს, - ამბობს იგი

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებულია, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგეს. 

ნიკა მელია აცხადებს, რომ მხოლოდ "ევროპულ საქართველოსთან" ერთობას ერთობა ვერ დაერქმევა და არიან სხვა სერიოზული პარტიებიც, რომელთა ოპოზიციურ ერთობაში ყოფნა მნიშვნელოვანია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი