
"მთავარი არხის" გადაცემის, "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანს, ტორესა მოსის, პატიმრობის 24- საათიანი ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს. მისი სასამართლო პროცესი ხვალ თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართლება.
ადვოკატმა თქმით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და დაკავების ვადის გახანგრძლივების შესახებ დასაბუთებული პასუხი მოითხოვა.
ცნობისთვის, ტორესა მოსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ორი მუხლით ედავებიან. ერთი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება, მეორე შემთხვევაში კი სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს.
ამავე თემაზე: