საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისინი გარკვეულ უბნებზე შედეგების გაბათილებას ითხოვენ.
პარალელურად ცესკო-ს შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენლებიც, რომლებსაც ცესკოსთან შემდეგი შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: "ბალანსი ვერ დასვენ ამ შობელძაღლებმა", "სუს-ს + ცესკო - ჩვენ ვიპარავთ არჩევნებს".
აქციის გამო ცესკოს შენობასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს პარლამენტის შენობასთან, სადაც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მიტაცებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ და ამასთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. აქცია 17:00 საათზეა დაანონსებული.