
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა, დროებითი მოთავსების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ადმინისტრაციული პატიმრობის გამო დაკავებული პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საბაბით, პროცესის გადადება მოითხოვა.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 ნოემბერს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა, მათ შორის იმედა კლდიაშვილმა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი და რეგიონული ოფისების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს. აღნიშნულის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი დააკავეს.
პარტიის წევრებს სუს-ი შენობები პიკეტირებული ჰქონდათ შემდეგი მოთხოვნით: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნები.