რადგან ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს, რომ სხვა შეხვედრები უნდა ჩახსნა და მხოლოდ ის შეუშვა - სარჯველაძე ანა ფოტიგაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე საპატიმროში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ანა ფოტიგას არშეშვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ევროპარლამენტარობა პრივილეგიებს არ ნიშნავს".

როგორც მან აღნიშნა, ციხეში კონკრეტული პირის დაშვების გადაწყვეტილების მიღებისას "ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში".

"ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან მაგალითად ევროპარლამენტარობა განაპირობებს ვინმეზე უპირატეს უფლებას შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია.

მე ნამდვილად არ მაეჭვებს, არ შეიძლება ეჭვად მქონდეს, შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ.

ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში, როცა კონკრეტული პირის დაშვებაზე გადაწყვეტილება მიიღება, მათ შორის, სხვა ნებართვების სიმრავლე და ა.შ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში სპეციალური ვიზიტით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გლდანის ციხეში არ შეუშვა. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დატოვებას დღეს საღამოს აპირებს. რაც შეეხება ლიეტუველ პოლიტიკოსებს, ისინი ქვეყანაში 15 ნოემბრამდე დარჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი