​რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია დაიწყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს და საავტომობილო გზა უკვე გადაკეტილია. 

აქციაზე გამოსვლები ზუსტად 6 საათზე დაიწყება. ეს არის შემაჯამებელი აქცია, რომელზეც პოლიტიკოსები გასულ კვირას განვითარებულ პროცესებზე ისაუბრებენ და საზოგადოებას სამომავლო სამოქმედო გეგმას გააცნობენ. 

მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი