მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა მაშინ, როცა იგი საქართველოშია - ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით შეშფოთებულია- განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ფოტიგას მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება არ მისცეს, თუმცა როგორც მან განაცხადა ეყრდნობა სახალხო დამცველის ოფისის ცნობებს.

​ევროდეპუტატი შეშფოთებულია იმ ფაქტითაც, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისივე სასამართლოზე დასწრების საშუალება არ მიეცა: - "მე მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როდესაც იგი საქართველოში იმყოფება" - ამბობს ფოტიგა.

"„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის პატიმარი გამომდინარე მთელი მსოფლიოს პოზიციიდან შეფასების თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს და საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, იმის აღიარება, რომ სამართლიანი სასამართლო გაიმართება. მე მაშფოთებს მისი დაუსწრებლად გასამართლების შესაძლებლობა იმ დროს, როცა ის საქართველოში იმყოფება.

ყველას აქვს უფლება იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში და როდესაც იგი ჩამოვიდა საქართველოში და მზად იყო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, უნდა ჰქონოდა სასამართლოზე წარდგენის უფლება" - ამბობს ევროპარლამენტარი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი