ბათუმში სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "სირცხვილიას" აქტივისტი, თამარ კურატიშვილი დააკავეს. ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს და წერს, რომ დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა კურატიშვილს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს.
ამ წუთებში ბათუმში, სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე უკანონოდ დააკავეს “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი.
დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა თაკოს ვიდეოგადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს. საპასუხოდ პოლიციამ მისი დაკავება გადაწყვიტა.
სუს-ის დავალებით პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც პროტესტში აქტიურად მონაწილეობს.- აცხადებენ "სირცხვილიაში"