"ქუჩაში გამოსვლის დროა...ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ" - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ხალხს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა.

როგორც ნიკა მელიამ თქვა, მათი მთავარი ოპონენტი, არა "ქართული ოცნება", არამედ რუსეთია.

"თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ განცხადებებს, რომლებსაც ავრცელებენ, ამ პროცესს, ქართული ოცნება არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ქართული ოცნება, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები. პრაქტიკულად, მექანიკურად, ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი და ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს.

ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილი. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამვოშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ",-თქვა ნიკა მელიამ.

ოპოზიცია უკვე ერთი კვირაა უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. აქციები ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ეწყობა მთავარი მოთხოვნით - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში.

აქციები ხვალიდანაც გაგრძელდება. "სირცხვილიამ" უკვე დააანონსა რუსთაველის გამზირზე 19 საათზე შეკრება.

„ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დავაანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ.

ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართავს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“,- თქვა ნიკა მელიამ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი