გაშიფრულია გლდანის ციხის მმართველები - მათი კრიმინალური წარსული და გავლენიანი ახლობლები

გამოქვეყნდა:

ნიკა ცხვარაშვილი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორი
ნოდარ ქინქლაძე - გლდანის 8 ე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი
დავით დარასელია  - # 18 ე სამკურნალო დაწესებულების დირექტორი
გოგა ორდენიძე - # 18 ე სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე.

ესენი არიან პირები, რომელთა იდენტიფიცირება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში შევძელით. 

ჩანაწერში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო მანქანაში ზის და რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი 2 წუთსა და 23 წამზეა. აქ ვიდეოში წყვეტაა, ანუ რაღაც ამოჭრეს. მესამე პრეზიდენტი ამ დროს ერთ კონკრეტულ პირს მიმართავს, მისი სახელისა და გვარის გაგებას ითხოვს. ეუბნება, რომ მკვლელია. რა მოხდა და რა უთხრა ამ პირმა მიხეილ სააკაშვილს? - დამონტაჟებულ ვიდეოში ეს არ ჩანს.

"შაბათის მთავარმა" გაარკვია, რომ ეს პირი გოგა ორდენიძეა. მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე. ორდენიძემ მესამე პრეზიდენტს ამ სიტყვებით მიმართა - "მოხვედი ჩიტო ჩვენთან" - როგორც ჩანს სწორედ ეს  ნაწილია ამოჭრილი გამოქვეყნებული ვიდეოდან და სწორედ ამ სიტყვებზე აქვს მესამე პრეზიდენტს ასეთი მძაფრი რეაქცია.

გოგა ორდენიძეს საინტერესო წარსული აქვს. შაბათის მთავარმა მოიპოვა კადრები,რომელიც  2006 წელს არის გადაღებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი