სირაძე, კუპატაძე, მემანიშვილი - ქონება, წოდებები, ჩინები და ნათესაური კავშირები ივანიშვილებთან

გამოქვეყნდა:

ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე, გოგა მემანიშვილი - პოლიციის ამ სამ მაღალჩინოსანს წოდებებისა და ჩინის  გარდა, ერთმანეთთან ახლო ნათესაური კავშირიც აერთიანებს.

თეიმურაზ კუპატაძე - საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ერთხელ უკვე დანიშნული და ჩამოქვეითებული, დღეს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეა. 

არის ოლიგარქის ძმის შვილის, ემზარ ივანიშვილის შვილიშვილის, ხარებას ნათლია. აჭარაში მისი საპატრულო პოლიციის უფროსობის დროს ახსოვთ, როგორ აიღო ქრთამად ახალი ავტომობილი "საქმის დალაგების" სანაცვლოდ, როცა სასტუმრო "მარინას" მფლობელის შვილი მძიმე ავარიაში მოყვა და საკუთარი "პორშე"  დაამტვრია.

აჭარიდან თემურ კუპატაძე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა საპატრულო პოლიციის უფროსის სტატუსი, 2019 წელს ჩამოართვეს. მაშინ გადამწყვეტი სწორედ ოპოზიციის ლიდერთან დაპირისპირება აღმოჩნდა.

დოკუმენტებით დადგინდა რომ კუპატაძის სიმამრი, ავთანდილ ტაბუცაძე სამინისტროს ყველა ტენდერს იგებდა და პოლიციელებისთვის ფორმებს კორუფციული გზით კერავდა, შედეგად კუპატაძის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარის სარგებელი ნახა. პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამრს  ე.წ კანონიერი ქურდებთან ახლო  მეგობრობა აკავშირებს.

მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ რივერსაიდში თემურ კუპატაძე დიდი ხანია ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაშ ამტკიცებდა, რომ უსახლკარო იყო და ბინა მეგობარმა უსასყიდლოდ დაუთმო. 

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ერთერთ ყველაზე მდიდრულ უბანში 560 კვ/მზე აშენებული ძვირადღირებული სახლი 2021 წლის აპრილში  დაიკანონა. პოლიციელი ამტკიცებს რომ  თბილისში  ერთადერთი სახლი გაყიდა, კრედიტის ფული დაამატა და ეს სახლი ასე შეიძინა.

კიდევ ერთი დაწინაურებული ძალოვანი  თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილია. ის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ნათლულია და რამდენიმე თვის  წინ დააწინაურეს.

მემანიშვილს საკუთარმა სამინისტრომ სახლიც უყიდა. ქერჩის ქუჩაზე, 78 კვ/მ  ბინის შესაძენად შსს-მ 33 ათასი ლარი გამოყო, ეს ყველაფერი კი  20 ივნისის სისხლიანი აქციიდან ერთ კვირაში. ფაქტს, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანმა საკუთარი ხელით მიუთითა ქონებრივ  დეკლარაციაში, ახლა სიცრუეს უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი