პატრიარქი იზოლაციაში - საპატრიარქოს სახელით დაწერილი და შეუთანხმებელი წერილი

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს მესამე სართული - პატრიარქის თანაავტორობით მოხატულ ცერემონიალების ოთახში ახლა უჩვეულო სიჩუმეა. ილია მეორე ხშირად აღარც კი გადის იქ, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება ხოლმე. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოფიციალური მიზეზია, რის გამოც, ხშირად უმალავენ მნიშვნელოვან საკითხებს, ილია მეორე მის უახლოეს გარემოცვას სავარაუდოდ იზოლაციაში ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საპატრიარქოს ბოლო განცხადებამ, ეკლესიის შიგნით არსებულ ურთულეს მდგომარეობას ფარდა კიდევ ერთხელ ახადა. წერილი, რომლიც  პატრიარქის მდივან - რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა დაწერა ირკვევა, რომ ილია მეორესთან არ შეუთანხმებიათ.

ქართული ეკლესიის მეთაურმა მხოლოდ ის იცოდა, რომ განცხადების გავრცელება იგეგმებოდა, ილია მეორე ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ამ ერთი განცხადებით, მისი ვიწრო გარემოცვა საკუთარი პატრიარქის წინააღმდეგ წავიდოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი