"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნის საგულდაგულოდ გადამალული ქონება "მთავარმა არხმა" იპოვა. იუსტიციის მინისტრის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის უსახლკაროა, თუმცა ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი, რომელიც საგურამოში მდებარეობს, რატი ბრეგაძის ოჯახის საკუთრებაა.
საცხოვრებელი სახლი ოფიციალურად მაღალჩინოსნის მამაზე გრიგოლ ბრეგაძის სახელზეა გაფორმებული. 2009 წლიდან 2018 წლამდე გრიგოლ ბრეგაძემ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაფორმებას უშედეგოდ ცდილობდა, თუმცა შვილის გავლენის მოპოვების შემდეგ, საგურამოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაფორმება 2019 წელს შვილის გავლენებით უკვე შეძლო.
მდიდრული სახლის რემონტი, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თეთრი სახლი მწვანე ფერის სახურავით 1600.00 კვ.მ-ზეა გადაჭიმული. სამ სართულიან სახლს ორი აივანი და ერთი მცირე ზომის ვერანდა აქვს.
მაღალჩინოსნის აპარტამენტს რამდენიმე მეტრიანი გალავანი აქვს შემოვლებული.