
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან, გლდანში გადაჰყავდათ, რეანომობილის კამერები გამორთეს.
მისივე თქმით, იქ მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების კამერები მუშაობდა.
"ჩვენი ბოლო ინფორმაციით, რეანომობილიდან, სადაც მუდმივად არის პაციენტის მართვის შესამოწმებლად კამერები, გადაყვანის დროს ყველა ეს კამერა გამორთეს და მხოლოდ პენიტენციალური დაწესებულების კამერა მუშაობდა",- თქვა ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" ეთერში.
8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში მოტყუებით და ძალადობრივი გზით გადაიყვანეს.
პენიტენციურისვე გავრცელებული ვიდეოკადრებით დგინდება, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანურად მოპყრობა.