ბიჭებო, რუსული ოცნება თქვენი უშუალო მონაწილეობით კლავს მესამე პრეზიდენტს - ხაბეიშვილი პოლიციელებს

გამოქვეყნდა:

პოლიციელები, ძალოვნები ყველა ვინც ხელს უწყობთ რუსებს, სახელმწიფოს მტრებს, ოკუპანტებს მესამე პრეზიდენტის სიკვდილში და იცავთ კობახიძეებს, მდინარაძეებს, ღარიბაშვილებს ისტორიაში ჩაიწერებით - მკვლელობის ორგანიზების თანამონაწილეები რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად.

1000 - 1300 ლარის გამო რომ პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე ხარ ამას მოუყვება ისტორია თქვენს მომავალ თაობას. უდიდესი ლაქა დაგრჩებათ ცხოვრებაში და ვერასდროს იქნებით წელგამართულები, ამაყები ... ბიჭებო, რუსული ოცნება თქვენი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კლავს მესამე პრეზიდენტს ...

350$ - ად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და თაობებს ნუ დაუტოვებ უმძიმეს იარას.

მიმართავს ენმ-ს წევრი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ძალოვანი უწყების თანამშრომლებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი