​ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე....ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საპირისპირო მდგომარეობაშია - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარია ექიმებს მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის და ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილის საპირისპირო მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს:

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს:-) ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ:-)

ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია.

ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!" წერს ხოშტარია, რომელიც სწორედ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობაში უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი