
"ქუჩაში გამოსვლის დროა"- ხელისუფლების ოპონენტები უწყვეტ ბრძოლას მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად აგრძელებენ. აქცია პერფორმანსები დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მოქალაქეების პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება არ გადაიყვანს მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში, არ შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.
აქციაა დაანონსებული 19 საათზე თბილისის პარლამენტის შენობასთან, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით ეწყობა.