ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” მჩხიბავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯადოს გააკეთებინებს.
“გირჩი - მეტი თავისუფლების” მთავარი მოთხოვნა დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებაა:
"ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხიბავია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.
ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს",- ნათქვამია განცხადებაში.