
“გირჩი - მეტი თავისუფლებისათვის “აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თემურ გორგაძეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ის სამართალდამრღვევად ცნო. მას ბრალდების მხარე 173_174 ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც პოლიციელი ამტკიცებდა, რომ გორგაძე მოახდინა სუს-ის შენობის ბლოკირება.
"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ იგი არის პოლიტიკური პარტიის წევრი და ეს აქცია-პერფორმანსი პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა და მიუთითებდა რომ სუს-ი მას ავიწროებს და უკანონოდ უთვალთვალებს.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს ქვეყნის 6 ქალაქში, ერთდროულად დაიწყო "გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი - თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში პარტიის წევრებმა უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩახერგეს.
ამავე თემაზე: