გიორგი ფუტკარაძის შემდეგ, ბათუმში აქცია-პერფორმანსის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. დაკავებულია "გირჩი-მეტი თავისუფლების" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე, მანქანა კი ისევე როგორც დანარჩენ ქალაქებში, ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის 6 ქალაქში, ერთდროულად დაიწყო "გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი - თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში პარტიის წევრებმა უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩახერგეს.
გორში სუსის შენობის შესასვლელი ჩახერგილი ჰქონდა ბადრი გრიგალაშვილს, თბილისში – ზურა ჯაფარიძეს, ბათუმში – თემურ გორგაძეს, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილს, რუსთავში – ირაკლი კუკანიას, თელავში – ტორესა მოსს.
ზურა ჯაფარიძე ე.წ. მოდულის შენობიდან თავის მანქანიანად გადაიყვანეს ევაკუატორით. დაკავებულია ტორესა მოსიც, დაკავებულები არიან გორშიც და რუსთავშიც.
ამავე თემაზე: