
გირჩი - მეტი თავისუფლების დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის წევრს, იმედა კლდიაშვილს სასამართლომ 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"Imeda Kldiashvili-ს მიუსაჯეს 7 დღიანი პატიმრობა და ყადაღა დაადეს მის ანგარიშებს",- წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, 12 ნოემბერს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა, მათ შორის იმედა კლდიაშვილმა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი და რეგიონული ოფისების შესასვლელები ავტომობილებით ჩაკეტეს და ამ ფორმით პოლიტიკური რეპრესიები გააპროტესტეს. მთავარი მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნები.
13 ნოემბერს კლდიაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ამავე თემაზე:
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფმა იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო