
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება. პანდემიიდან გამომდინარე ფორმატი განსხვავებულია და პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა. პირველი განხილვა დღეს გაიმართება და მოქალაქეებს შეკითხვების დასმის საშუალება ონლაინ რეჯიმში ექნებათ.
მმართველ პარტიაში იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით ივნისის ბოლოსთვის მიიღებენ. ცვლილებებს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს. ოპოზიცია კი კვლავ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუცო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.
დამოუკიდებელი დეპუტატები აპირებენ რომ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და შესაბამისად ქართულ ოცნებას აქვს საკმარისი ხმები, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიიღოს ცვილილებები - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლებების საჯარო განხილვა ფორმალური პროცესია და ისინი მასში მონაწილეობას არ მიიღევებ, გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ:
გიორგი რურუას საკითხი არის მოუგვარებელი, მას შემდგ რაც ეს საკითხი მოგვარდება, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - ამბობს სერგი კაპანაძე
დამოუკიდებელი დეპუტატები ცვლილებებს მხარს უჭერენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური ნების შემტხვევაში, ქართულ ოცნებას აქვს იმის რესურსი, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს.