აკო მინაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი გოდარბელიძე, ნიკა მაჭუტაძე, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, აბდულ ისმაილოვი და სულხან სიბაშვილი - საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო და ისინი პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
შიმშილობას უერთდება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გია ბარამიძეც, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში იქნება.
პარლამენტში უკვე მე-12 დღეა შიმშილობს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის უკვე 45 დღეა, შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და დამძიმების მიუხედავად კი, ხელისუფლებას ის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავს.