რა საფრთხეების წინაშე დადგება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში?
ხანგრძლივი შიმშლობის შემდეგ კვების ნორმალურ რეჟიმთან დაბრუნება არც მარტივია და არც უსაფრთხო - საკვების არასწორი დოზებით მიღების შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, რომ პაციენტმა დაასრულოს იმით, რასაც შიმშილობის დროს გადაურჩა - სიკვდილით.
ამიტომ ეს პროცესი ექიმების მკაცრი და კვალიფიციური მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს, რასაც სათანადო სამედიცინო აღჭურვილობაც სჭირდება და რაც გლდანის ციხეში არ არის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს და მდგომარეობა სულ უფრო უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს.