უპატრონო ტომოგრაფი | გლდანის ციხეში თითქოსდა მიხეილ სააკაშვილისთვის მიტანილი აპარატი ამ დრომდე დაუმონტაჟებელია

გამოქვეყნდა:

კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც სასწრაფოდ მიაყოლეს გლდანის ციხეში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ამ დრომდე დერეფანში უპატრონოდაა მიგდებული. 

იმისთანები ხდება ბოლო დღეებში, რომ ტომოგრაფის ბედს ვინღა დაეძებს - ადამიანების ბედი აღარ ადარდებს ამ ქვეყანაში არავის... მაგრამ ამ პატარა დეტალშიც ჩანს "ქართული ოცნების" არსი:

ერთდროულად როგორ იტყუებიან, პარალელურად, მაინც ეშინიათ და ცდილობენ თავისი სიცრუე დამალონ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. პლუს, ავლენენ ღრმა უცოდინრობას და არაკომპეტენტურობას - ტომოგრაფის დამონტაჟებას კვირები უნდა და სპეციალური სივრცე, რომელიც გლდანის ციხეში არ არის და ყველაფერთან ერთად ამ ისტორიიდან კიდევ ერთხელ ჩანს, როგორ ცალ ფეხზე ჰკიდია ხელისუფლებას ქვეყნის და ქართველი ხალხის რეპუტაცია და ადამიანის სიცოცხლე. 

სიუჟეტი ეძღვნება უმოქმედოდ დარჩენილ, გათიშულ, ტყუილად წინ და უკან ნათრევ ტომოგრაფს - ტრაგი-კომედიაა თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში უკვე ტომოგრაფიც კი დასაცავია ხელისუფლების ძალადობისგან. თვითონ რომ შეეძლოს ამ აპარატს ლაპარაკი, მასაც სტრასბურგში ექნებოდა უკვე გაგზავნილი სარჩელი არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი