ახდენილი რუსული ოცნება | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" და რუსეთი ერთად ზეიმობენ - ერთად და ერთნაირად: საქართველოს ნახევრადშიშველი მესამე პრეზიდენტის საკნიდან საკანში გადათრევის კადრებით ჩვენი ხელისუფლება და კრემლი, ქოცები და პუტინის მომხრეები ზუსტად ერთნაირად ერთობიან. 

და სრულ სინქრონში ოცნებობენ მის სიკვდილზე. "ქართული ოცნება" აღარც ოცნებობს - უკვე საქმით ასრულებს პუტინის საწადელს და ახარებს ჩვენს უდიდეს მტერს: ნელ-ნელა კლავს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ მთავარსარდალს. 

რაც არ უნდა ჰქონდეს დაშავებული სააკაშვილს, ესე როგორ უნდა გაახარო მტერი და დასაცინად უნდა ააგდებინო შენი ქვეყანა და პრეზიდენტი? ამდენი უთავმოყვარეო მოღალატე საიდან შეიკრიბეთ, ქოცებო? თუ გგონიათ, რომ ამით მხოლოდ მიშას ამცირებთ და თქვენზე და დანარჩენ ქართველებზე უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ ოკუპანტებს? 

ხომ ნახეთ, მიშას პორტრეტთან ერთად მთელი საქართველოს დროშაზე შედგნენ ფეხით პუტინის ტელეწამყვანები - ასე მოექცევიან ერს, რომელმაც საკუთარი თავის პატივისცემა არ იცის. მტერი მით უმეტეს რატომ დაგინდობს. 

მაგრამ საქმეც ის არის, რომ "ქართლი ოცნება" რუსეთს მტრად არ თვლის - როგორც მტერს, დასავლეთს ელაპარაკებიან და ექცევიან. თორემ კრემლის წარმომადგენლებს წითელი ხალიჩებით ეგებებიან, მათთან ერთად ერთობიან სააკაშვილის პატიმრობით და ხელიხელჩაკიდებულები ელოდებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის პანაშვიდებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი