კონსილიუმის წევრების პირველი კომენტარი გლდანის ციხეში არშეშვების შემდეგ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმის წევრი, ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ დღეს პირველი შემთხვევაა, როცა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, მიზეზი კი მათთვის უცნობია.

"ჩვენთვის არ არსებობს, არანაირი პოლიტიკური ნიშანი, არსებობს პაციენტი, რომელსაც თუ სჭირდება დახმარება, უნდა აღმოუჩინო. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია პირველვე წუთიდან იყო, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად... ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვერ მოვხვდით პაციენტთან, სხვა დროს ჩვენ ყოველთვის შევდიოდით, კონკრეტულად რატომ გვითხრეს უარი, ეს ჩვენთვის უცნობია", - თქვა ნინო შარაშენიძემ.

კონსილიუმის სხვა წევრები "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ.

ცნობისთვის, კონსილიუმის წევრები გლდანის მე-18 სასჯელაღსრუოლების დაწესებულებასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდნე, თუმცა პენიტენციურმა დაწესებულებამ ისინი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვა, ოფიციალურ მიზეზად კი არასამუშაო დრო დაასახელეს.

მანამდე პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა კონსილიუმის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ თამთა დემურიშვილი იტყუება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი