
ჟურნალისტი ელისო კილაძე Facebook-ზე წერს, რომ გლდანის ციხის მთავარ ექიმს მანანა ელეპტეროვას ექიმის ყალბი დიპლომი აქვს.
ამასთან, ელისო კილაძის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ
თამთა დემურიშვილს, პირადი ცხოვრების ფირითა და იმ სისხლის სამართლის საქმით აშანტაჯებენ, რომელიც მასზე მოხუცთა პანსიონში მუშაობისას აღიძრა.
გლდანის ციხის მთავარ ექიმს მანანა ელეპტეროვას ექიმის ყალბი დიპლომი აქვს! მოვითხოვ-გაასაჯაროვოს დიპლომი და ციხის ჯალათმა თამთა დემურიშვილმა დატოვოს თანამდებობა.
ჩემი წყაროს ინფორმაციით, მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ფირით და იმ სისხლის სამართლის საქმით, რომელიც მასზე მოხუცთა პანსიონში მუშაობისას აღიძრა, - წერს ელისო კილაძე.
ცნობისთვის, კონსილიუმის წევრები გლდანის მე-18 სასჯელაღსრუოლების დაწესებულებასთან 2 საათის განმავლობაში იცდიდნე, თუმცა პენიტენციურმა დაწესებულებამ ისინი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვა, ოფიციალურ მიზეზად კი არასამუშაო დრო დაასახელეს.
მანამდე პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა დემურიშვილმა კონსილიუმის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ თამთა დემურიშვილი იტყუება.