ემიგრანტების საპროტესტო აქცია გრძელდება შვედეთშიც. იქ მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ აქციებს იქამდე გამართავენ, ვიდრე "ქართული ოცნება" რეპრესიებს არ დაასრულებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არ აღიარებს.
ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კერძო კლინიკაში გადაყვანაა.