თეთრიწყაროში კარანტინი მოიხსნება - პრემიერის განცხადება

გამოქვეყნდა:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება - განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში ბოლო ორ კვირაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს და 22 მაისისდან 4 ივნისამდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა თეთრიწყაროს მოსახლეობას სიფრთხილისკენ და შესაბამისი ზომების დაცვისაკენ მოუწოდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 26 აპრილს გამოცხადდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი