საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად შიმშილობას ექიმებიც იწყებენ - უკვე 72 საათია პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას "კლინიკების ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ მიმართა. მისი მოთხოვნის ადრესატიც "ქართული ოცნებაა".
"როგორც პაციენტი, არის საკმაოდ მძიმე და კრიტიკული და მისი იქ ყოფნა, სადაც ის იმყოფება, ე.წ. ციხის ამბოლატორიულ პირობებში, ეს არის დანაშაული. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ექიმებს გვიხდება იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როდესაც შიმშილობა გვიწევს პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად", - თქვა ვილი პაჭკორიამ.
მისი თქმით, მზადაა ბოლომდე იშიმშილობს, მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტის არ მიიღებს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც მას ეკუთვნის.