გვიკლავენ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელს - 9 დეპუტატი პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს 

გამოქვეყნდა:

24 საათია საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. ისინი პარლამენტის შენობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

დეპუტატების მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. 

მოშიმშილეებს ენმ-ის წევრი, გიორგი ბარამიძეც შეუერთდა, რომელსაც დეპუტატის მანდატი არ აქვს, რის გამოც ის "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში შიმშილობს.

"გვიკლავენ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელ მესამე პრეზიდენტს პუტინის საამებლად და გვახვეწნინებენ, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც აქამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში 580 პატიმარი იქნა გადაყვანილი, რათა მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაერჩინათ",- ამბობს გიორგი ბარამიძე. 

შეგახსენებთ,"დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში უკვე 13 დღეა შიმშილობს. მისი მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსგავსად თანდათან მძიმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი