
ე.ი. მე რომ ვერ შემატრიალეთ გუშინ, ახლა გადაწყვიტეთ, რომ მანქანა არ გამატანოთ და მაწვალოთ - წერს "მთავარი არხის" სახე, მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, კუთვნილ ავტომობილს უკვე მეორე დღეა არ ატანენ და არგუმენტად სხვადსხვა მიზეზი მოჰყავთ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თავისუფლება ჩემ მანქანას. ე.ი. მე რომ ვერ შემატრიალეთ გუშინ, ახლა გადაწყვიტეთ, რომ მანქანა არ გამატანოთ და მაწვალოთ. გუშინ კვირაა ხვალ მოდიო. დილით 10:00-ზე მოვედი და საათნახევარია ხან რას იგონებენ და ხან რას. ახლა უცბად ბრძანება მოვიდა და მთელი განყოფილება თბილისში მიჰყავთ აქციაზე. ანუ დღეს შეიძლება საერთოდ ვერ გავიყვანო მანქანა. და აი სანამ ამას ვწერდი მითხრეს, რომ თანამშრომელი რომელმაც აქტი უნდა მომცეს გუშინ მორიგე იყო და დღეს ისვენებს და ტყუილად ნუ ვდგევარ. აქ ვიდგები ფეხმოუცვლელად სანამ ჩემი მანქანა, რომლის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, დამიბრუნდება. ანუ გუშინ რომ მოვედი და დღეს კვირაა ხვალ მოდიო რომ მითხრეს, თურმე გუშინ იყო ის ადამიანი მორიგე და დღეს ტყუილად ველოდები და რა ქნან აქტი სეიფში დევს. სერიოზულად? მე სამოწყალოდ კი არ ვარ თქვენ კარზე მოსული. მანქანა დამიბრუნეთ სასწრაფოდ",- წერს ტორესა მოსი.
ტორესა მოსის განცხადებას გამოეხმაურა "გირჩი მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც წერს, რომ ავტომობილს არც მას უბრუნებენ.
"ჩემთანაც იგივე ხდება, ტყუილად მოხვედი, ჯერ საბუთები არ მოსულა ჩვენამდეო. პარასკევიდან ორშაბათამდე რაღაც საბუთები ვერ გადააგზავნეს საიდანღაც",- ამბობს ჯაფარიძე.
ამავე თემაზე:
ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია - "გირჩი- მეტი თავისუფლება"