შიმშილობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს გათავისუფლებული, არ არის რელევანტური მოთხოვნა, რომელსაც სახელმწიფო გაითვალისწინებს - კახიანი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის აზრით, პოლიტიკოსების შიმშილობა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ არარელევანტურია. მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა კითხვებს აჩენს.

"შიმშილობა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნეს გათავისუფლებული მე მგონია, რომ ეს არ არის რელევანტური მოთხოვნა, რომელსაც სახელმწიფო გაითვალისწინებს. სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ჩნდება კითხვები, რომ სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, ვიდრე რეალურად მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას შიმშილობის შემდგომ, ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფო ესეთ კითხვებს აჩენს, კითხვები, რომლებიც უკავშირდება შესაძლო პროვოკაციებს, რომლებიც შეიძლება მოხდეს მაგალითად მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში ან კითხვები, რომლებიც მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ეს მაშინ, როდესაც ყველა ამ თვალსაზრისით სააკაშვილი არის უზრუნველყოფილი იმ დაწესებულებაში სადაც იმყოფებოდა", - თქვა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაც და უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილია და ამ ფონზე შიმშილობა გაუმართლებელია. 

ცნობისთვის, 13 დღეა პარლამენტში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. 

14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო 9 დეპუტატმა და კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, გიორგი ბარამიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი