"დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ...გვაქვს გამოწვევა გადარჩეს ადამიანი, თუ მოკვდეს" - "ლელო" მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"დღეს ჩვენ ყველა მედიკოსები ვართ" - ამ ლოზუნგით პარტია "ლელომ" სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ახლა მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ერთიანდება. ექიმების მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

"დღეს საქართველო დგას ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ გვაქვს გამოწვევა გადარჩეს ადამიანი, თუ მოკვდეს, სხვა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს, ან მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა იყოს გადაყვანილი ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიიღებს შესაბამის მკურნალობას და მონიტორინგს, არ უნდა იმყოფებოდეს იმ გაუგებრობაში, რომელსაც რატომღაც ციხის საავადმყოფოს ეძახიან და რეალურად ამბულატორიის დონის დაწესებულებაც კი არ არის", - თქვა ვატო სურგულაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილში ყველა თანამონაწილე იქნება, ვინც დღევანდელ სიტუაციას უყურებს ლოგიკით "რა მოუვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი