თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს, ეს რეჟიმია! - ნიკა მელია შსს-ს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმია! სწორედ ამიტომ უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!

გელოდებით ავლაბრის მეტროსთან! - წერს ნიკა მელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, რომელზეც შსს-მ უკვე დააანონსა დაკავებები, ენმ-მ კი საპასუხო განცხადებაში უწყებას მოუწოდა, უზრუნველჰყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“ - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი