
მეტრო "ავლაბართან" ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას იწყებს. ამ წუთებში ხელისუფლების ოპონენტების მხარდამჭერები და სხვადასხვა პარტიების ლიდერები ადგილზე იკრიბებიან.
გზის მეორე მხარეს უკვე მობილიზებულია პოლიციაც. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.
გიგი უგულავამ ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციის 21-ე მუხლი შეახსენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

ფოტო: მთავარი არხი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში და ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.
ამავე თემაზე: