
"არ მოგაკვლევინებთ" - ამ წარწერებით პლაკატები მთავრობის ადმინისტრაციასთან გაშალეს. პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
კანცელარიის შენობასთან საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვანები არიან შეკრებილი. აქციის ორგანიზატორი ქალთა საინიციატივო ჯგუფია.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 46-ე დღეა. უკვე დაიწყო მსვლელობა მეტრო ავლაბრის ტერიტორიიდან. ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, ასევე ვადამდელი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.
