მთხოვეს მეშუამდგომლა, თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც - კუჭავამ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა ​ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. 

კუჭავამ ოპოზიციონერი ლიდერები ტყუილსა და მანიპულაციაში პირდაპირ საკანონმდებლო ორგანოდან დაადანაშაულა და თქვა, რომ უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, მესამე პრეზიდენტის გადაყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში

„სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის: - ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება... სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა.

ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - თქვა კახა კუჭავამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი