ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი საკრებულოს შენობაში შიმშილობას იწყებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდი საკრებულოს შენობაში, საკრებულოს ხუთმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას საკრებულოს ხუთი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან: მაია კალანდია, დაკო არქანია, მალხაზ ჯალაღონია, ირაკლი სორდია და  ხათუნა შამუგია შუერთდნენ.

მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.  

"შიმშილობა საკრებულოს შენობაში დაიწყეს, და თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, ხვალ და ზეგ უკვე გაიზრდება მათი რაოდენობა" - ამბობს ანი წითლიძე.

მათი თქმით, ასევე იქნება მოქალაქეების ჩართულობა და თუ სამ დღეში არ შესრულდება ეს მოთხოვნა, უკვე გადაინაცვლებენ გუბერნიის წინ, რის შემდეგაც ჩაკეტავენ როგორც გუბერნიის შესასვლელს, ასევე გასასვლელებსაც

ავტორი: ემა გოგოხია

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი