აქცია-მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან, პრეზიდენტს ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან. ადგილზე სიტყვით გამოსვლებია და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვის ადრესატი, სალომე ზურაბიშვილი. 

მიზეზი, რატომაც ისინი ორბელიანების სასახლესთან გაჩერდნენ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია და მისი პოლიტიკური განცხადებებია. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავის განცხადებებით რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს და აზიანებს საქართველოსას, გარდა ამისა, მათივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ზურაბიშვილსაც ეკისრება. 

დღევანდელი აქცია სწორედ ათონელის ქუჩაზე დასრულდა. ხვალის გეგმებს კი ნიკა მელია მოგვიანებით გაახმოვანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი